თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.
კახა კალაძე და გიორგი ტყემალაძე მირზა ფათალა ახუნდოვის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და დღესასწაული აზერბაიჯანელებთან ერთად აღნიშნეს. გაეცნენ ნოვრუზ ბაირამის შესახებ ინფორმაციებს და აზერბაიჯანულ ტრადიციებს.
კახა კალაძეს და გიორგი ტყემალაძეს აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი გადასცეს.