თბილისის მერმა ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა დედაქალაქის მერმა.

რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა კომუნიკაცია სრულად მოწესრიგდა და ამ ეტაპზე იწყება ასფალტის საფარის დაგება.

ასევე დაგეგმილია თანამედროვე გარე განათების მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება.