კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტ მაგისტრანტების შეხვდა. სტუდენტები განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ. მერის განცხადებით, 2020 წელს დაგეგმილია ახალგაზრდებისთვის შეიქმნას სხვადასხვა პლატფორმები მათ შორის კოჯორში, ახალგაზრდული სოფელი მოეწყობა, აშენდება ასევე მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დიდ დიღომსა და ვარკეთილში, რომელიც 10 000-მდე ადამიანს მოემსახურება.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, 2015 წლიდან ახორციელებს წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას.