თბილისის მერი ბაღდათსა და აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. კახა კალაძემ მომხდარ სტიქიურ უბედურებებზე საუბრით დაიწყო დღევანდელი მთავრობის სხდომა. მისი ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები ყველა საჭირო ღონისძიებას აქტიურად აგრძელებენ.