თბილისის მერი საზოგადოებრივ მაუწყებელს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების გაშუქების გამო მადლობას უხდის. ეს განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ 11 ივლისს, მზიურის პარკში ევრო 2020-ის ფინალის ტრანსლირება დიდ ეკრანზე მოხდება და საზოგადოებას საშუალება ექნება მის ფავორიტ გუნდს უგულშემატკივროს. მერიას ამ ინიციატივის განხორციელებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმარება, რის გამოც, დღეს საქართველოს პირველ არხს კახა კალაძემ მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
#ევრო2020
მოამბე