ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის – დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციაზე საუბრობს თბილისის მერი.
კახა კალაძის თქმით, გარკვეული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებს მმართველი გუნდი ეტაპობრივად ასწორებს.
კალაძის სიტყვებს მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოყვა განცხადების ადრესატებისგან. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერი ბიზნეს ინტერესებში დაადანაშაულეს.
როგორია კახა კალაძის პასუხი.