დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებს. თემაზე კომენტირებისას კახი კალაძემ განაცხადა, რომ ყველა, ვისაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, საგანგებოდ გაწერილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
კალაძე განმარტავს, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემის რეპუტაცია გაცილებით მაღალია, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა აუცილებელია.