თბილისის მერის განცხადება

კახა კალაძე ოთხი პოლიტიკური პარტიის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის წერილის გაგზავნას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას უწოდებს. მისივე თქმით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა გააკეთეს, არის საქართველოს ღალატი.