ქართველ ოლიმპიელებს პარიზში, წარმატებული ასპარეზობა თბილისის მერმა მიულოცა. კახა კალაძემ სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა. მისი შეფასებით, ქართველმა სპორტსმენებმა ახალი ისტორია დაწერეს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, წარმატებულ ქართველ ოლიმპიელებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. თბილისის მერს მიაჩნია, რომ ეს მომავალი თაობისთვის დამატებითი მოტივაციაა.