თბილისის მერის განცხადება

თბილისის საკრებულოში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი, პოლიტიკური ნარატივია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავს.

როგორც მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა, დედაქალაქის ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების მიხედვით არ არჩევს და თბილისში ყველა სამშენებლო პროექტის განხორციელება გენგეგმის მიხედვით ხდება. ამ თემაზე განცხადება თბილისის საკრებულოშიც გაკეთდა.

შეგახსენებთ, საკრებულოს ოპოზიციამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მშენებლობის საკითხების განხილვასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა.