დედაქალაქის მერი ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ აგრესიას გმობს. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ და განვითარებულ საზოგადოებაში ძალადობის და აგრესიის ადგილი არ არის.