ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ, რომელიც ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილის ინტერესებს იცავს, დღეს თბილისის მერიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელე მხარე ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს, ასევე ითხოვს მშენებლობის ნებართვის საბოლოო გაუქმებას.
დიმიტრი გაბუნიას თქმით, თბილისის მერმა და მერიის წარმომადგენლებმა გარკვეული ჯგუფების და მათ შორის ინვესტორის მხრიდან წნეხს ვერ გაუძლეს და ინვესტორს კორპუსის მშენებლობის გაგრძელების უფლება მიეცა.
გაბუნია ამბობს, რომ კორპუსის აშენების შემთხვევაში, ქუჩის მოსახლეობას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება.
თემაზე კომენტარი დღეს კახა კალაძემაც გააკეთა.