მიხეილ მესხის სტადიონის გარდა, დედაქალაქში საჯარო ჩვენება კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. დიდი მონიტორები უკვე დამონტაჟებულია დედაენის ბაღსა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში. დღეს ღამით, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.