ე.წ. ბასლაინებში კერძო მანქანით მოძრაობა ისევ ნებადართულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებამდე, მძღოლები ე.წ. ბასლაინებში გადაადგილების შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ.
გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე იღებს. შესაბამისად, ტრანსპორტი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ამოქმედდება, – აცხადებენ დედაქალაქის მთავრობაში.