კახა კალაძემ საქმიანობის 2 წელი შეაჯამა.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ისაუბრა ასევე კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. კახა კალაძემ ანგარიში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თბილისის საკრებულოსა და საზოგადოების წევრებს წარუდგინა.