თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძემ შეხვედრა გამართა „ისუზუს“ მწარმოებელ, თურქულ კომპანია „ანადოლუ გრუპის“ ხელმძღვანელებთან, ეწვია „ისუზუს“ ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაათვალიერა.
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე, USB-დამტენები და „ვაიფაი“.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, თანამედროვე „ეურო 6“-ის სტანდარტის, რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.