თბილისის მერი ბაქოსა და განჯის მერებს შეხვდა, რომლებიც თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ასევე, თბილისსა და ბაქოს, როგორც დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. კახა კალაძემ ბაქოელი და განჯელი კოლეგები ოქტომბერში დაგეგმილ თბილისობის დღესასწაულზე მოიწვია.