დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-13 თბილისის მარათონი გაიმართა. გამარჯვებულები ხუთ დისტანციაზე გამოვლინდნენ. ნახევარმარათონში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – კაცებში მთავარი ჯილდო უკრაინის წარმომადგენელმა, ბოდგარ სემიონოვიჩმა მოიპოვა, ხოლო ქალებში პირველობა არავის დაუთმო მისმა მეუღლემ. „თბილისი მარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც „ჰანიველცემენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ხელისუფლებისა და საბერძნეთის საელჩოს პატრონაჟით ტარდება. მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს და წელს 3000-მდე გაიზარდა. გარბენის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია „ჰანიველცემენტი“ ბენეფიციარებს გადასცემს.