თბილისის ლიტერატურული ფესტივალი

პოეტები, მწერლები და დრამატურგები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან.

თბილისში ლიტერატურული ფესტივალი ტარდება. „საერთო მომავალი“ – ასეთია წლევანდელი თემატიკა, რომლის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ავტორები საკუთარი შემოქმედების წარმოდგენასთან ერთად სფეროს გამოწვევებზე და აქტუალურ საკითხებზე თემატურ დისკუსიებს ჩაატარებენ.

პარალელურად, მკითხველს საშუალება მიეცემა როგორც ქართველ ისე უცხოელ ავტორებს შეხვდეს და დისკუსიებში ჩაერთოს. თბილისის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლში ხვალ გაიხსნება.