ორი დღე რჩება ჯაზ-ფესტივალის გახსნამდე. თბილისს ჯაზის სამყაროს ვარსკვლავები ესტუმრებიან.
სამდღიან კონცერტებს დანიური კვარტეტი გახსნის, რომელიც ჯაზის კომპოზიციების და ფოლკ-ელემენტების სინთეზურ პროექტს წარმოადგენს. ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება ცნობილი ამერიკელი გიტარისტი ბილ ფრიზელიც.
თბილისს ეწვევა სტეისი კენტიც, შემსრულებელი, რომელსაც მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებულ ჯაზ-ვოკალისტად აღიარებს.
რიგით 27-ე თბილისის ჯაზ-ფესტივალი 22-იდან 24 მაისამდე რუსთაველის თეატრში გაიმართება.