კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიება საქართველოში.
24-დან 26 მარტის ჩათვლით თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს მესამედ უმასპინძლებს. ტურნირში 60-ზე მეტი ქვეყნის 419 სპორტსმენი იასპარეზებს. სამი დღის განმვალობაში ძიუდოს ქართველ გულშემატკივრებს არაერთი ვარსკვლავის ხილვის საშუალება მიეცემათ.
შეჯიბრი „თბილისი არენაზე“ გაიმართება. სამივე დღეს ფინალურ ბლოკს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.