თბილისის გენგეგმის სადაო პუნქტები

ვერ მტკიცდება ის დოკუმენტიც, რომლის შემუშავებას ორი წელი დასჭირდა. თბილისის მერია და ტენდერში გამარჯვებული კომპანია დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე შეთანხმებას ისევ ვერ ახერხებენ. კახა კალაძისთვის „სითი ინსტუტუტის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი არასრულყოფილია. თუ მერიის მიერ მითითებული ხარვეზების გასწორების ვადებზე მხარეები კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, საქმე შესაძლოა ხელშეკრულების გაწყვეტამდე მივიდეს. ასეთ შემთხვევაში კი ორივე მხარე დაზარალდება – მერიას გენ გეგმაში უკვე ორი მილიონი ლარი აქვს გადახდილი, შემსრულებელი კომპანია კი თანხის დარჩენილ ნაწილს ვეღარ მიიღებს.