მესამე სექტორმა დღეს თბილისის მერისგან მადლობა მიიღო.
კახა კალაძე ოთხი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების პრეზენტაციას განაგრძობს. ამჯერად გარემოს დაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებები შეჯამდა. ახალი რეკრეაციული ზონები და სკვერები თბილისის სხვადასხვა წერტილში, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოძველებული ავტობუსების პარკის თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლება, მეტი მწვანე სივრცის შექმნის მიზნით სამშენებლო კომპანიებისთვის ამოქმედებული ახალი რეგულაციები – მიღწევებთან ერთად დასახელდა გამოწვევებიც, მათ შორისაა ნარჩენების გატანა-დამუშავების საკითხი. დაანონსდა ახალი პროექტებიც. ერთ-ერთი თბილისის დენდროლოგიური პარკია. თბილისის ზღვასთან მდებარე 250 ჰექტარი ტერიტორიის რეაბილიტაცია წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.