წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე ახალ სეზონს იწყებს.
საქართველოს ჩემპიონი გუნდი პირველ შეხვედრას 8 ოქტომბერს ბუდაპეშტში „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ გამართავს. „დინამოს“ ჯგუფში კიდევ ორი მეტოქე ეყოლება – სერბული „რადნიჩკი“ და ხორვატული „იადრან სპლიტი“.
ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე განხორციელდება.
თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მთავარი მწვრთნელი დეიან სტანოევიჩი დაემშვიდობა, მან კლუბში ოთხი სეზონი იმუშავა. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.