თბილისის „დინამო“ „ბენდელას თასის“ მფლობელია

თბილისის „დინამო“ „ბენდელას თასის“ მფლობელია.

ფეხბურთში ზამთრის შესვენების ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ფინალში „დინამო“ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა. გადამწყვეტი მატჩი „დინამოს“ უპირატესობით წარიმართა, მეტოქე 4:1 დაამარცხა და გათამაშების გამარჯვებული გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლექსო ფეიქრიშილი დაასახელეს.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს” ორგანიზებული ტურნირი აფზახეთში გმირულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნას ეძღვნება.

წელს „ბენდელას თასი” 28-ედ ჩატარდა და მასში უცხოეთის გუნდებიც მონაწილეობდნენ.