პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ თბილისის დელეგატები წარადგინა.
ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის მთავარი გზავნილებიც გააჟღერა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ნაცმოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი დემოკრატიული სისტემის ჩამოსაყალიბებლად.