პროექტის „მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ინოვაციური ტექნოლოგიები გადასცა.
საგრანტო პროექტის ღირებულება 160 000-მდე ლარს შეადგენს. თამაზ დარჩიძის თქმით, სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი ისტორიული ეგზემპლარების შენარჩუნებას და მცენარეთა დაცვითი ღონისძიებების გამარტივებას.
ღონისძიების ბოლოს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.