თბილისის ბიუჯეტი მიღებულია - ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ

ხმაურიანი განხილვის შემდეგ თბილისის ბიუჯეტი მიღებულია. 60 მილიონით გაზრდილი ფინანსური დოკუმენტის საერთო მოცულობა 861 მლნ 609 ათას ლარს შეადგენს. პრიორიტეტები საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და ეკოლოგიაა.

კორექტირებულ ვარიანტში შემცირებულია თანამშრომლების სახელფასო ფონდი და ქალაქის განაშენიანების გენგეგმისთვის გამოყოფილი ხარჯი. განახევრებულია გამწვანებისთვის გათვალისწინებული თანხა.

ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელიც კახა კალაძეს ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობდა.