ხმაურიანი განხილვის შემდეგ თბილისის ბიუჯეტი მიღებულია. საბიუჯეტო პარამეტრები საკრებულოს დეპუტატებს დღეს თავად დედაქალაქის მერმა გააცნო. თუმცა კახა კალაძემ, მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საუბრის გარდა, ოპოზიციის მისამართით მწვავე პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. ახალი მერის არჩევის შემდეგ, 60 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტის საერთო მოცულება 861 მლნ 609 ათას ლარს შეადგენს. პრიორიტეტები საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და ეკოლოგიაა. კორექტირებულ ვარიანტში შემცირებულია თანამშრომლების სახელფასო ფონდი და ქალაქის განაშენიანების გენგეგმისთვის გამოყოფილი ხარჯი. განახევრებულია გამწვანებისთვის გათვალისწინებული თანხა. ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელიც კახა კალაძეს ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობდა.
ანა ბროლაძე მუშაობდა დღეს თბილისის საკრებულოში, რომელიც ხმაურიანი სხდომის დეტალებზე ისაუბრებს.