თბილისის ანიმაციური ფესტივალი დასრულდა

თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი დასრულდა. ღონისძიება „ოსკარის“ მფლობელი ფილმის, „ტიტინას“ ჩვენებით დაიხურა, რის შემდეგაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გრანპრი ანიმაციურმა ფილმმა – „მიტოვებული სოფელი“ აიღო. განახლებული ფორმატით, საქართველოში ფესტივალი უკვე მეხუთედ ჩატარდა და მისი მიზანი, თანამედროვე ანიმაციური ხელოვნებისა და მასთან დაკავშირებული აუდიო/ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენა და დარგის პოპულარიზაციაა.