თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმაზე მუშაობა იწყება. აზიის განვითარების ბანკმა გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. გენერალური განვითარების გეგმის შესამუშავებლად, საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებასა და პროექტის 50%-იან თანადაფინანსებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად, აზიის განვითარების ბანკი განახორციელებს. ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აზიის განვითარების ბანკი და სახელმწიფო კომპანია ტენდერის ხარჯებს თანაბრად ინაწილებენ.