პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ

ახალი აეროპორტის მშენებლობა, პორტების, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა – ამ თემებზე ჩინეთში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ ცენტრალურ ტელევიზიასთან ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დააანონსა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს ტერმინალები ექნებათ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ საქართველოს ბუნებრივად აქვს პოტენციალი, რეგიონში პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა.