ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი
ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობამ 6 მილიარდ 875 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 20 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც რეექსპორტის გარეშე იანგარიშება 57 %-თაა მომატებული და 4 მილიარდ ლარს აჭარბებს. მთავარი საექსპორტო პროდუქტებია – ნავთობი და ნავთობ პროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები, ღვინო და სპილენძის მადანი.