სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

18:43, 19.11.2026

უზბეკეთში იმყოფება ვიზიტით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დავით სონღულაშვილი მის კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის უზბეკეთში ექსპორტის გაზრდაზე. მხარეებმა 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას.

მსგავსი