შეხვედრა სინგაპურის ცენტრალური ბანკის დირექტორთან
სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში, სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს.