თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. კინოთეატრ ამირანში ფესტივალს ფილმი „მისტერ ჯონსი“ გახსნის, რომლის პრემიერასაც მისი ავტორი, პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი დაესწრება. 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“, წელს ჰოლანდის სხვა ფილმებიც იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება და საკონკურსო პროგრამაში 30-მდე ქართული ფილმის პრემიერა შედგება.