„თბილისი ოუფენ ეარი 2024“ გაიხსნა

„თბილისი ოუფენ ეარი 2024“ გაიხსნა.

„ლისი ვანდერვილში“ მსმენელის წინაშე პირველ დღეს ცნობილი არტისტები წარდგნენ. მათ შორის „მოკუმოკუ“, „არქაივი“ და „ავრორა“. მთავარი სცენა დაიკავა „თბილისი ნიუ ქამერსის“ გამარჯვებულმა ჯგუფმა „თეიფ ვიზითორსმაც“. წელს პირველად „ოუფენ ეარს“ კლუბი „ხიდი“ შეუერთდა. 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფესტივალის წლევანდელი აქტივობები ბევრად მასშტაბურია. ევროპის ჩემპიონატისთვის მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც საფეხბურთო მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია ხდება. ასევე ბავშვებისთვის გახსნილია გასართობი ზონა.

ფესტივალი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და 4 სცენას 60-ზე მეტი მონაწილე დაიკავებს.