ოთხი სცენა და 60-ზე მეტი მონაწილე – „თბილისი ოუფენ ეარისთვის“ მზადება იწყება.
15-წლიანი ისტორიის მქონე ცნობილი მუსიკალური ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია – ივნისში თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ შემსრულებლებს ელოდებიან.
15 წლის განმავლობაში ფესტივალმა ათასზე მეტ არტისტსა და რამდენიმე ასეულ ათას მსმენელს უმასპინძლა. 2024 წელს Tbilisi Open Air-ზე ელექტრონული მუსიკა უფრო დიდი დოზით გაჟღერდება. ფესტივალს ღამის კლუბი „ხიდი“ შეუერთდა.
Tbilisi Open Air 2024 21, 22, 23 ივნისს „ლისი ვანდერლენდში“ გაიმართება.