Tbilisi Open Air 2024-ი დღეს დასრულდება. 60-ზე მეტი მონაწილე, ოთხი სცენა და 15-წლიანი ტრადიცია არც წელს დაირღვა. მეორე საფესტივალო დღეს მსმენელის წინაშე ბრიტანელი შემსრულებელი M.I.A და სხვა ცნობილი არტისტები წარდგნენ. უცვლელი იყო ადგილიც, ლისი ვაუნდერლენდში მუსიკალური ფესტივალის პროგრამა წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანია. ადგილზე მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის სტუმრებს ევრო 2024-ის მატჩების ყურება დიდ ეკრანზე შეუძლიათ. ფესტივალი 21 ივნისს გაიხსნა და დღეს დაიხურება.