„მუსიკა ათავისუფლებს“ – უცვლელი სლოგანით „თბილისი ოუფენ ეარი“ გაიხსნა. დღეიდან რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებს უმასპინძლებს. სამი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობებიც იქნება წარმოდგენილი.