Tbilisi Open Air 2022

საქართველოში ცნობილი უკრაინული ჯგუფი „ოკეან ელზი“ ჩამოდის.

26 ივნისს როკ-ბენდი თბილისს პოპულარული მუსიკალური ფესტივალის, „თბილისი ოუფენ ეარის“ ფარგლებში ესტუმრება. თითქმის ორსაათიან კონცერტზე ყველასათვის ცნობილი ჰიტები და კომპოზიციები შესრულდება, ქართველი მსმენელი ჯგუფის ახალ სიმღერებსაც მოისმენს.

„მუსიკა ათავისუფლებს“, – ეს „ოუფენ ეარის“ მთავარი და უცვლელი სლოგანია. სამდღიანი ფესტივალი ლისის ტბაზე გაიმართება. უკრაინული ჯგუფის გარდა, ქართველი მსმენელის წინაშე არაერთი ბენდი და არტისტი წარდგება.