TBILISI OPEN AIR 2022

პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ „თბილისი ოუფენ ეარი“ ბრუნდება.

ფესტივალზე ქართველი მსმენელების წინაშე ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფიოკეან ელზიც“ წარდგება. 28-წლიანი ისტორიის მქონე ბენდის ვოკალისტი და ლიდერი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ჰუმანიტარულ მისიებში აქტიურად მონაწილეობს, უკრაინის ქალაქებში სამხედროებს და ომით დაზარალებულ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარებით ამარაგებს, ჩადის დაბომბილ ქალაქებში, მღერის თავშესაფრებში და ამ ფორმით თანამოქალაქეების გამხნევებას ცდილობს.