დედაქალაქის მერი თბილისი-ნაფეტვრების გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოები, 150 მეტრის სიგრძეზე ეწყობა წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები.
საფუძვლის მოწყობის შემდეგ, დაახლოებით ორი კილომეტრის მონაკვეთზე 14 000 კვადრატული მეტრის ასფალტის საფარი დაიგება.
სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბელ-ბაუ“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან გზის მშენებლობაზე 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდება.