თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს
თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი თემა არის „პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში“.
ასამბლეაში 25-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არის რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია. გავრილოვის მონაწილეობის გამო ასამბლეას პროტესტს უცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“.
თემის დეტალები „მოამბეში“.