უკვე სამი საათია დედაქალაქი თბილისი-მარათონს მასპინძლობს.
გარბენმა სტარტი რუსთაველის გამზირიდან აიღო. მარათონის მარშრუტი წელსაც ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავს. სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაკეტილია ისტორიული ქუჩები.
მარათონიდან შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.