TBC ბანკის საქმე

TBC ბანკს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან.

გამოძიების საგანი ხდება 2008 წელს ჩატარებული საბანკო ოპერაცია, რა დროსაც სესხის სახით 17 მილიონ დოლარამდე თანხა გაიცა.

საქმეში ფიგურირებს ბანკის ორი დამფუძნებელი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კუთვნილი ორი კომპანია.

საქმის ფიგურანტები უკვე დაკითხულები არიან, თუმცა არცერთი მათგანი პასუხისგებაში არ მიუციათ.

თავად TBC 10 წლის წინანდელ საბანკო ოპერაციას კანონიერად ჩატარებულად აცხადებს და ბანკის და მისი დამფუძნებლების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაზე მიუთითებს.

როგორც ირკვევა, საქმეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია აქვს მიცემული.