თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობს ანგარიშსწორების მიზნით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რაც მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს.

დადგინდა, რომ მათ აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერი თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელეს. დანაშაული 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.