თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით – აქციამ აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა რიცხვი დიდია და მისი პატიმრობაში ყოფნა პრობლემური იქნება. მათი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა დასრულდეს. რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართული ოცნების“ წევრები ისევ სააკაშვილის დანაშაულებს უსვამენ ხაზს და განმარტავენ, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი დესტაბილიზაციის გამოწვევაა.