„თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა ვახტანგ მჭედლიძემ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, საბურთალოს ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად ვიტალი დარასელია დაასახელა. წარდგენას „თავისუფალი დემოკრატებისა“ და ვიტალი დარასელიას მხარდამჭერები ესწრებოდნენ. კანდიდატი ამბობს, რომ კარგად აცნობიერებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მზად არის იბრძოლოს გამარჯვებისათვის.