რას გეგმავს პარლამენტი უკეთესი სასამართლო სისტემისთვის / უსაფრთხოების ნორმები საცხოვრებელ კორპუსებში / რატომ გასცა ყოფილმა მერმა ვაკის პარკში სასტუმროს აშენების ნებართვა / რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები საბანკო სფეროში #LIVE
- ათი მოსამართლე, რომელთა კანდიდატურებსაც პოლიტიკური უთანხმოება მოჰყვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ამ ეტაპზე აღარ იბრძოლებს – რას გეგმავს პარლამენტი უკეთესი სასამართლო სისტემისთვის, ვინ და როგორ შეიმუშავებს კრიტერიუმებს იუსტიციის საბჭოსთვის და როგორ იყოფა პოზიციები უმრავლესობაში, რომელიც ორ დღეში ამ თემებზე სასაუბროდ შეიკრიბება – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით მათიკაშვილი მთავარი თემის შესახებ
- როგორ რეგულირდება საქართელოში საცხოვრებელ კორპუსებში უსაფრთხოების ნორმები და რას შეცვლის რეგულაციების დაანონსებული გამკაცრება – გენო ოსიყმაშვილი დოღომში მომხდარი ტრაგედიის და კვირის მთავარი კითხვების შესახებ
- გიგი უგულავას ნებართვა და კახა კალაძის უარი – რატომ გასცა ყოფილმა მერმა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაბეშტის“ აშენების ნებართვა და რა მექანიზმები აქვს მოქმედ მერს მშენებლობის ნებართვის გასაბათილებლად – სასამართლოს გადაწყვეტილება და კვირის ერთ-ერთი რეზონანსული თემა თავისუფალ ხედვაში
- რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები საბანკო სფეროში და რას ცვლის ახალი წესები – მერაბ ჯანიაშვილის საავტორო ხედვა
თავისუფალი ხედვა